weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შენობის ავარიულობის გამო სახალხო დამცველის აპარატი დროებით ვერ იმუშავებს

22:32 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2 ივლისამდე სამუშაო პროცესს აჩერებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის შენობას, რომელიც ავარიულია, მესამე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა.

სახალხო დამცველის განმარტებით, შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული ბიძგები. 

„მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. 

სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება. ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის ოფისი თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ნინო ლომჯარიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე საქართველოში მომხდარი 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]