weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგი წულაიამ ფოთის, ხაშურისა და წყალტუბოს საკრებულოებს მახათები გაუგზავნა

17:17 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ფოთის, ხაშურის და წყალტუბოს საკრებულოების თავმჯდომარეებს მახათები გაუგზავნა.

„მახათები ვუყიდე და გავუგზავნე ხაშურის, ფოთის, წყალტუბოს საკრებულოებში. ბოდიშს ვუხდი, იმდენი უსაქმურია, ყველას ვერ გავწვდი და ვერ ვუყიდე, მაგრამ ვურჩევ, რომ სტერილიზაციის შემდეგ ერთმანეთს ათხოვონ და გამოიყენონ. ქუთაისს თვითონ ჩავუტან და მივცემ - ორი დიდი მახათია: ერთი საკრებულოს თავმჯდომარისთვის, ერთი კი ქალაქის მერისთვის“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრთა უსაქმურობის ერთ-ერთი გამოვლინება მათ მიერ ბოლო დროს მიღებული კურიოზული დადგენილებებია.

„წყალტუბოში მიიღეს დადგენილება, რომ ქათამს თურმე ნისკარტი არ უნდა მოაჭრა. ზუგდიდში კი გადაწყვიტეს, რომ მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვის წესი განსაზღვრონ. არა მგონია, რომ ამ საკრებულოებში ასეთი არაორდინალური, არაფრისმთქმელი და დამცინავი გადაწყვეტილების მიღების აზრი დაბადებულიყო. მგონია, რომ ეს თბილისიდან ერთი ხელით იმართება. ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფლანგი აკეთებს თუ თვითონ ხელისუფლებაში არიან ისინი, ვინც ასეთ დადგენილებებს აღებინებენ, არვიცი. რაც არ უნდა თბილისიდან, ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან თუ მარსიდან დაგაძალონ ამგვარი სისულელის მიღება, პროტესტი როგორ არ უნდა გაგიჩნდეს?! არვიცი, საკრებულოებს მონობის ტესტს უტარებენ თუ თვითმმართველობის გაუქმება უნდათ“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გოგი წულაიამ.

„რეგინფო“ წერდა, რომ ახალქალაქის, ხაშურის, წყალტუბოს და ფოთის საკრებულოებმა შინაურ ცხოველებს შეჯვარება და გამრავლება შეუზღუდეს. საკრებულოების მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებების თანახმად, 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ დაიშვება, დაავადებული და დეფექტის მქონე ცხოველებისა კი საერთოდ იკრძალება. მანამდე, 4 მაისს, ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა, ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი ჰქონდათ დაწესებული, თელავის საკრებულოს დადგენილებით კი სოფელ იყალთოში მეტროსთან ჯიხურების განთავსება იყო აკრძალული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]