weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოთხმა საკრებულომ შინაურ ცხოველებს შეჯვარება და გამრავლება შეუზღუდა

15:47 პარასკევი, 22 ივნისი 2018

ახალქალაქის, ხაშურის, წყალტუბოს და ფოთის საკრებულოების დადგენილებების თანახმად, 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ დაიშვება, დაავადებული და დეფექტის მქონე ცხოველებისა კი საერთოდ იკრძალება.

ამგვარი შეზღუდვა და აკრძალვები ახალქალაქის საკრებულომ 2018 წლის 14 ივნისს, ხაშურის საკრებულომ 5 ივნისს, ფოთის საკრებულომ 30 მაისს, წყალტუბოს საკრებულომ კი 25 მაისს დაამტკიცეს. დადგენილებებში აღნიშნულია, რომ შინაური ცხოველების გამრავლებაზე ასაკობრივი შეზღუდვა პოპულაციური კონტროლის მიზნით ხდება.

ამასთან, ცხოველთა გამრავლება საერთოდ აკრძალულია ისეთი დაავადებების დაფიქსირებისას, როგორც არის: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი, ასევე გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების შემთხვევაში.

იმავე დადგენილებებით აიკრძალა სხვადასხვა სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ხოლო ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველთა შეჯვარება მხოლოდ სელექციური მიზნებით არის დასაშვები. ძუ ცხოველის მეპატრონეებს ევალებათ, რომ შეჯვარებისა და გამრავლების დროს მათ სათანადო პირობები შეუქმნან.

ახალქალაქის საკრებულოში 38 წევრია. მათ შორის, 31 „ქართული ოცნებიდან“, 5 – „პატრიოტთა ალიანსიდან“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოდან“ და „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“.

ხაშურის საკრებულო 31 წევრით არის დაკომპლექტებული. მათ შორის, „ქართული ოცნებიდან“ – 22, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – 3, „ევროპული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“ – 2 – 2, ხოლო 2 დამოუკიდებელი დეპუტატია.

ფოთის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „ლეიბორისტულ პარტიას“ და 1 „შენების მოძრაობას“ ჰყავს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 34 წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებიდან“ არის 27, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - 5, „ევროპული საქართველოდან“ კი 2 წევრი.


მსგავსი თემები:

ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს ძაღლებთან და კატებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა

წყალტუბოს საკრებულომ შინაური ცხოველებისთვის ნისკარტის და ფრთების მოჭრა აკრძალა

ჩხოროწყუს საკრებულომ ნარკოდამოკიდებულებს კატებისა და ძაღლების ყოლა აუკრძალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]