weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა ბახტაძე არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს შეხვდა

11:16 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა და მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ტატუნაშვილების ოჯახს თანადგომა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს დამნაშავეთა დასასჯელად.

26 ივნისს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც შეყვანილია ის 33 პირი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. სიაში არიან გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი და არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები - ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ. უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევი.

ოპოზიციის განცხადებით, სიაში შეყვანილი არიან გარდაცვლილი პირებიც, მის მიღმა კი დარჩნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ოკუპირებულ რეგიონებს. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის გამოქვეყნების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტრე გასიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარ სასანქციო სიას - „სანაკოევის სიას“ ამზადებს და მას წლის ბოლომდე მიიღებს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კი საქართველოს მთავრობა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]