weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დესტრუქციული ქმედება უწოდა

11:33 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018
ფოტოზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ფოტოზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირის შეყვანას საქართველოს მთავრობის მხრიდან დესტრუქციულ და პროვოკაციული ხასიათის ქმედებად აფასებს.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პირადად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს პროვოკაციული ხასიათი და შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მუშაობა, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სერიოზულად არყევს არსებული მოლაპარაკებების პროცესის საფუძვლებს.

ფაქტოვრივად, ქართულმა მხარემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალქეებს, ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში და შეიყვანა ისინი „შავ სიაში“, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების შემოღებას.

პრემიერ-მინიტრის გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ინტერესებს და აფხაზური მხარე ყურადღებით დააკვირდება ვითარებას.

აფხაზური მხარე ამ საკითხს შეიტანს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც 27 ივნისს ქალაქ გალში გაიმართება“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აკისრებს.

საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილება პარლამენტს გუშინ, 26 ივნისს წარუდგინა. სიაში ის პირები შეიყვანეს, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]