weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

ლაგოდეხიდან რუსეთში გატაცებული მესაზღვრეები კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე არიან

19:43 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქართველი მესაზღვრეები სოფელ პატარა გორში მცხოვრები, 40 წლის კობა მაჭარაშვილი და სოფელ შრომაში მცხოვრები გიორგი კერესელიძე არიან.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან გუშინ გაიტაცეს, თუმცა ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფელში ჟურნალისტები ჩავიდნენ.

„რეგინფოს“ მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები. შსს-ს ცნობით, 27 ივნისს, მესაზღვრეები მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში მათთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა 29 ივნისს უნდა მოხდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]