weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

ლაგოდეხიდან რუსეთში გატაცებული მესაზღვრეები საქართველოში დააბრუნეს

14:17 პარასკევი, 29 ივნისი 2018

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე, რომლებიც 27 ივნისს ლაგოდეხის რაიონიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, საქართველოში დააბრუნეს.

რუსულმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მესაზღვრეები თუშეთში გადასცა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც დღეს დილიდან დიკლოს სექტორზე იყო და რომლითაც თბილისიდან თუშეთში სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები ჩაფრინდნენ, დიკლო უკვე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა მოხდა და მათ ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში ელოდებიან.

 

ამ თემაზე:

ქართველი მესაზღვრეები რუსმა სამხედროებმა ალპური საძოვრებიდან გაიტაცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]