„ტბაზე ორნი წავიდნენ. ერთი შესულა წყალში, მეორე კი ნაპირზე იყო, როდესაც დაინახა, რომ ბავში ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. ნაპირზე მყოფმა სოფელში ხალხს დაუძახა, მოსული იყო მაშველიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხედარი გამოიტანეს. ბავშვი მე-11 კლასის მოსწავლე იყო“, - ამბობს თენგიზ ლომიძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი ბავშვი დაბა ურეკში, ზღვაში ბანაობის დროს დაიხრჩო.