weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს – განათლების მინისტრი

10:11 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს.

„მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]