„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს.
„მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.