weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

9035 აბიტურიენტიდან ქართულის გამოცდაზე 4% არ მივიდა

15:25 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9035 აბიტურიენტიდან ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაახლოებით 4% არ გამოცხადდა. ისინი კონკურსს გამოეთიშებიან.

„გვაქვს დაგვიანების შემთხვევებიც - 3 თბილისში და ერთი ქუთაისში. ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდებისთვის 39 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. შარშანდელისგან განსხვავებით, მათ გამოცდებზე საკუთარი კალმებით შესვლა შეუძლიათ.

2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]