weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტყის უსისტემო ჭრამ სტიქიას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი – მამუკა ბახტაძე

14:35 პარასკევი, 06 ივლისი 2018

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერის ხეობაში, სტიქიის მიზეზებზე საუბრისას.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ორგან გვაქვს ეს და მომავალი წლიდან ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნა დაიდება.

5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ 6 საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზებიც და ხიდებიც, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებდა გარესამყაროსთან. მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

ამ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც აცხადებს, რომ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]