weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველას, ვინც დაზარალდა, ქონება სრულად აღუდგება – სოზარ სუბარი

21:55 პარასკევი, 06 ივლისი 2018
ფოტოზე სოზარ სუბარი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პრემიერი მამუკა ბახტაძე ფოტოზე სოზარ სუბარი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და პრემიერი მამუკა ბახტაძე

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში, ჭუბერის ხეობაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ზარალი განიცადა, ვისაც ქონება დაუზიანდა, სახლი დაუზიანდა, ქონება სრულად აღუდგება. სახლი გარემონტდება, ხოლო თუ სახლი დანგრეულია, აუშენდება, ან მიეცემა მიწა, თუ მიწაც არის წაღებული. პირადად მთხოვა პრემიერ-მინისტრმა გადამეცა, რომ ფრიდონ ცინდელიანს, რომლის სახლიც მდინარემ წაიღო, ექნება ღირსეული საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პირველ არხთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ადიდებული მდინარე ნენსკრას დონე უცვლელია და ჯერ კიდევ რჩება სახლებისა და გზის გარკვეული მონაკვეთების წაღების საფრთხე.

„ადამიანები არიან ევაკუირებული ყველა იმ საშიში ადგილიდან, სადაც შესაძლოა რაიმე საფრთხე იყოს. ჩვენ უკეთესად ვართ მომზადებული, ვიდრე იმ სტიქიური მოვარდნის დროს, რომელიც გუშინ დილით დაიწყო“, - აღნიშნა სუბარმა.

5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზებიც და ხიდებიც, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებდა გარესამყაროსთან.

ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

ამ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც აცხადებს, რომ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირველადი შეფასებით, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ ტყის უსისტემო ჭრამ მას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]