weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ილია მეორემ სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა

14:52 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხადის ხეობაში ამერიკელების ოჯახის - რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.

ილია მეორემ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელისაბედ რუდს სამძიმრის წერილი 10 ივლისს გაუგზავნა.

„6 ივლისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მითუმეტეს სტუმრად მყოფი ოჯახი.

ვუერთდებით საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ამერიკელ ხალხს“, - აღნიშნულია წერილში.

ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]