weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს [Video]

18:15 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის, 53 წლის ევგენი ალექსანდროვის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამთო მაშველებმა დღეს დაასრულეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

ზღვის დონიდან 4200-მეტრზე,​ ორი უკრაინელი ტურისტი მთამსვლელების 8-კაციან ჯგუფს 18 ივლისს, გვიან ღამით ჩამორჩა და დაიკარგა. სავარაუდოდ, ისინი სიმაღლიდან ხრამში ჩავარდნენ, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად, 19 ივლისს მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, ვერტმფრენი უკან ვეღარ დაბრუნდა და მომდევნო დღეებშიც სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

გადარჩენილი ტურისტის თქმით, ევგენი ალექსანდროვს სისხლი სდიოდა და სავარაუდოდ, მასაც მოტეხილობები ჰქონდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]