weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში ხელს უშლიან უკანონო სახერხების გამოვლენას - საგამოძიებო სამსახური

14:28 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018
ფოტო: ბერდია კალანდია ფოტო: ბერდია კალანდია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სვანეთში, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში, ამ დროისთვის, გამომძიებლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.

საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა არა მხოლოდ სვანეთში, არამედ იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო რეგიონებშიც.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით და დავაკავეთ 15 პირი. ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ხაიშსა და ჭუბერში დღეს დილიდან ასობით პოლიციელია მობილიზებული. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელში სპეცრაზმიც შეიყვანა. ვითარება დაძაბულია. ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და ამის გამო სვანეთში სპეცრაზმის შეყვანას, ჰესების მშენებლობას უკავშირებს. შეგახსენებთ, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო, სვანეთში მესტიაჭალა და ნენსკრა ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]