weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციის უფროსი ხაიშელებს - გემუდარებით, დაიშალეთ, არ იქნება არანაირი სანქცია

16:30 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018
ფოტო: ბერდია კალანდია ფოტო: ბერდია კალანდია

„გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ - არავის მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება. თუ უკანონო ხე-მასალა იქნება, გაიტანენ. არავის არ დაიჭერენ“, - მიმართა ხაიშის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლოზ დიასამიძემ.

რეგიონის პოლიციის უფროსი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას და ჩაკეტილი გზის გახსნას ცდილობდა.

„უკანონო ხე-ტყე თუ გეგულებათ, რად უნდოდა ამას 200 კაცი და შეიარაღებული სპეცრაზმი“, - მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივმა პოლიციის უფროსს.

დღეს დილიდან სვანეთში ვითარება დაძაბულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ.

ხელშეშლის გამო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაიშსა და ჭუბერში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გაამწვავა. მოხდა დაპირისპირებაც. ვრცელდება ინფორმაცია რომ რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და ამის გამო სვანეთში სპეცრაზმის შეყვანას, ჰესების მშენებლობას უკავშირებს. შეგახსენებთ, ადგილობრივების პროტესტის გამო, სვანეთში მესტიაჭალა და ნენსკრა ჰესის მშენებლობა რამდენიმე თვეა შეჩერებულია.

დღესვე პირველი არხმა გაავრცელა ფოტო, საიდანაც, მისივე ინფორმაციით, ჩანს, როგორ მიაქვს სვანეთში ბოლო წყალდიდობის დროს ადიდებულ მდინარეს „სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე. პირველი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხის მასალა უკანონოდ იყო მოჭრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]