weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ბიზნესკომპანია 2 მილიონ ლარად გაყიდა

11:00 პარასკევი, 27 ივლისი 2018

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, 2018 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს 100 % წილი 2 000 000 ლარად გაყიდა. კომპანია ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა შეიძინა.

აღნიშნული ბიზნესკომპანია ოთარ ფარცხალაძემ 2016 წლის 29 ივნისს შპს „როიალ დეველოფმენთისგან“ 235 000 აშშ დოლარად იყიდა. 

„რეგინფო“ წერდა,  რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება: ქალაქ თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი და ა.შ..

ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

კომპანიის ახალი მესაკუთრე ირაკლი კერვალიშვილი რამდენიმე საწარმოს მეწილე და ხელმძღვანელია - შპს „ბლაუენშტაინ საქართველო“, შპს „ცოტნე“, შპს „პეის ჯორჯია“, შპს „მამისონი“, შპს „სხეფური“, შპს „კონტეინერ-სერვისი“ და სხვ. 2017 წლის 26 ივლისს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 60 000 ლარი ჩაურიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]