weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

16:06 სამშაბათი, 31 ივლისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეაფასა. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში დეკანოზმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია.

დეკანოზის თქმით, საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საპატრიარქოსთვის მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

არ შეიძლება, 4 კაცი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, 4 მილიონი ერის ნებას უგულებელყოფდნენ და თავისი გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს.

ვფიქრობ, გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

მისივე თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრდნობით, სადაც აღნიშნულია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თვითგანვითარების უფლება. „თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ, ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ.“, – აღნიშნა დეკანოზმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]