weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კასპში ავარიისას დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა

15:35 კვირა, 05 აგვისტო 2018

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად დაშავებული 13 ადამიანიდან სამს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

დაშავებულები მცხეთის სამედიცინო ცენტრში, მცხეთის ჰოსპიტალსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ შორის 6 მოზარდია, რომელთაგან ერთი გუშინ გაწერეს სახლში, ერთს კი დღეს გაწერენ.

„ავტოავარიის შედეგად კლინიკებში ჰოსპიტალიზირებულია 13 პაციენტი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი და შვიდი მოზრდილია. ოთხ მოზრდილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მათ შორის სამი პაციენტი ამ დრომდე რჩება რეანიმაციაში. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი სახლში სავარაუდოდ ხვალ გაეწერებიან“, განაცხადა საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.

4 აგვისტოს ახალქალაქიდან რუსთავის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 30 წლამდე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]