weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილია II განასახიერებს საბჭოთა კავშირს, გექცევათ როგორც ფარას - ზურაბ ჯაფარიძე

00:21 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართ. აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით. საკვირაო ქადაგებაში ილია მეორემ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა“.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი - ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო. რამდენიმემ მომწერა - ეგ რა შუაშიაო. მთავარი განსხვავება „საბჭოთა კავშირსა“ და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს.

თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს - თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.

საბჭოთა კავშირი ნიშნავდა სისტემას, რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ „ძლიერთა ამა ქვეყნისა“, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ იმ დაშვებიდან, რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა - ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად. ეს იყო საბჭოთა კავშირი.

ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი - ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის, თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს.

ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო. აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო. ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი. ის ფიქრობს რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა. შედეგად, გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]