weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში რუსული პროვოკაციაა დაგეგმილი - ელისო კილაძე

15:28 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

„შევეცდებით, ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ის რუსული პროვოკაცია, რომელიც პანკისში არეულობას და სპეცოპერაციების ჩატარებას ემსახურება. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს სიმართლე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პანკისში, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კილაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობა ტერორისტების ბუდეა.

„რუსეთ საქართველოს ომის ათი წლის თავზე, პანკისის ხეობაში ჩამოვედით ჩვენი ძმების და დების, ქისტების პატივსაცემად, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად. გვინდა, რომ პანკისის ხეობიდან ვუთხრათ საქართველოს და მსოფლიოს, პანკისის ხეობა არის ძირძველი ქართული მიწა, რომელიც ქისტებმა შეუნარჩუნეს საქართველოს. პანკისი ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ ტერორიზმის ხელშემწყობ პირად გამოაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა ჩვენს დაჭერას მიუნხენის აეროპორტში იმ მოტივით, რომ ჩვენ მას მივაცილებდით.

მალხაზ მაჩალიკაშცილი თავისუფლად გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე. მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც თავად არის ტერორისტებთან ურთიერთობის ინიციატორი, რომელმაც თავად შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე ჯგუფი და საქართველოს მსოფლიოს თვალში მთლიანად შეულახა იმიჯი, ავრცელებს ბინძურ ჭორებს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ.

ეს იყო ერთი სცენარი - ჩვენი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, შემდეგ ტერორიზმში ბრალდებული პირის, მალხაზ ტოხოსაშვილის დაკავება ორშაბათს, დილით. არ გამოვრიცხავთ, რომ მას მიაცემინონ ჩვენება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. ასევე, ამ სცენარის ფინალური აკორდი იყო იმ სულელური, მდაბიო ხარისხის ვიდეო, რომელიც გავრცელდა დახურული ჯგუფების მეშვეობით, თითქოსდა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ საქართველოში“, - აღნიშნა ელისო კილაძემ.

„ქრონიკა +“-ის რედაქტორმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი წარმომადგენლები საქართველოში გაეცნონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის, მამა გიორგი მამალაძის და სხვა საქმეებს.

ელისო კილაძის თქმით, ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოში გერმანიის ელჩს, ამ კვირაში კი შეხვედრას ევროკავშირის ელჩთან გეგმავენ: „ჩვენ ამ სიმართლეს ქვეყნის გარეთ მაინც გავიტანთ და აუცილებლად ჩავშლით იმ ბინძურ პროვოკაციას, რაც არის დაგეგმილი პანკისის ხეობის წინააღმდეგ“.

პანკისის სათემო რადიო WAY

პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა. რადიოს ვებგვერდია www.Radioway.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]