შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აკრძალვა თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო დაწესდა.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. გზაზე რამდენიმე მანქანა იყო ჩარჩენილი. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. დღეს დილით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც „რეგინფოს“ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა უთხრა, თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა, გზა ისევ ჩაიკეტოს.