weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეუფე იაკობი: ავაზაკს, ვისაც პატრიარქის მოცილება უნდოდა, ლამის გმირად აცხადებენ

18:36 კვირა, 12 აგვისტო 2018

„როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილი ისე დაეცეს, რომ ცოტნე აღმსარებლის ქვეყანაში ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და ლამის მოწამედ. ეს არის დიდი სირცხვილი“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

მეუფე იაკობი პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე არ არის და ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, როგორ უნდა იყოს ის მღვდელი ან ვინმე. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ, ვინ არის მტერი ეკლესიის, ჩვენი სამშობლოს მტერი და ვინ არის მოყვარე. გამოუშვან, არ მაქვს პრობლემა, თუმცა რასაც ვითმენდით სანამ ციხეში იყო და როგორც მლანძაღვდნენ, თითქოს მე დავაჭერინე... მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ? სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? იმიტომ, მებრძვიან, რომ არ დავანებე მაგათ და ამას ყველას დავუმტკიცებ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. 9 აგვისტოს მსჯავრდებულის ადვოკატებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]