weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეკანოზ მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს – საპატრიარქო

18:07 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018

„ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. „მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად. საპატრიარქოს კი – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად“.

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია, ასევე, დეკანოზის შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე.

„საპატრიარქოს „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტობრივად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.

სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა. საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. 9 აგვისტოს მსჯავრდებულის ადვოკატებმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]