weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთის სოფლების მცხოვრებლებს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლიან

11:49 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

ჯანდაცვის სამინისტრო პარამედიკოსების პროგრამის განხორციელებას გეგმავს, რაც გულისხმობს მაღალმთიან სოფლების მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, თანასოფლელებს გადაუდებელი დახმარება სასწრაფო დახმარების მისვლამდე აღმოუჩინონ.

„იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც გადაადგილება გეოგრაფიული მდგომარეობის გამო რთულია, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდება ზოგჯერ შეუძლებელია. ვფიქრობ, საჭიროა, სანამ კვალიფიციური ექიმი მივა, ადამიანებს პირველივე წუთებში აღმოუჩნდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამ მიზნით ჩვენ გადავამზადებთ რამოდენიმე ადამიანს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, რომ სანამ კვალიფიციური სასწრაფო დახმარება მივა, ადგილობრივებს პირველივე წუთებში აღმოუჩინონ შესაბამისი სტაბილიზაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მთაში პარამედიკოსების პროგრამის განხორციელების გადაწყვეტილება გუშინ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. ამავე სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხას გამოყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]