weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფესტივალ Echowaves-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს

11:49 შაბათი, 25 აგვისტო 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ზე, პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მათგან ორი საქართველოს, ორი კი ირანის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

გვიან ღამით ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, გოგონა კი უცნობი ნივთიერებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]