ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის 5 და საქართველოს 2 მოქალაქეა დაკავებული, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის კი - 15 პირი.
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves, რომელიც სახელმწიფომ 4 160 000 ლარით დააფინანსა, 23-27 აგვისტოს ჩატარდა. ფესტივალზე 22 წლის მამაკაცი სავარაუდოდ უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, ფესტივალის რამდენიმე მონწილე კი საავადმყოფოში მოხვდა.