weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სულ 18 ახალგაზრდა გადაიყვანეს

13:47 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Echowaves-ის ტერიტორიიდან ოთხი დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა.

„ლაივპრესს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, რომ 18 პაციენტიდან რვას ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სამს დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი, ორს კვებითი ინტოქსიკაცია, ოთხს კი ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდა. 22 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაცია გახდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავა. მათგან ხუთი ირანის მოქალაქეა, ორი კი საქართველოს.

ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და დღეს დაიხურა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მას 12 500-მდე ადამიანი დაესწრო. პროექტი სახელმწიფომ 4 160 000 ლარით დააფინანსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]