weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თრუსოს ხეობაში რუსმა სამხედროებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს

10:49 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული 5 ახალგაზრდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურს.

თრუსოს ხეობას დასავლეთით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ესაზღვრება. სავარაუდოდ, მოლაშრეებს გზა აერიათ და ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

„სალაშქროდ შაბათ დილით წავიდნენ, ყელიწადის ტბაზე უნდა ასულიყვნენ და უკან სამშაბათს დაბრუნებულიყვნენ. სავარაუდოდ კვირა საღამოს უკვე დაკავებული ჰყავდათ“, - ამბობს დაკავებულების მეგობარი გიორგი გეგენიძე „რუსთავი 2“-თან.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გუშინ დააკავეს.

 

ამ თემაზე:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მოლაშქრეებს ხვალ გაათავისუფლებენ

ცხინვალის ცნობით, ქართველი მოლაშქრეები ყელის ტბასთან დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]