weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

IBSU-ს სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს – პრემიერი

12:59 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

„ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბახტაძის განცხადებით, განათლების მინისტრი ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს. „მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას“, - აღნიშნა მან.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საუბარია 700 ათას ლარზე, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმის სახით დაეკისრა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჯერ დასრულებული არ არის. ამის მიუხედავად, 26 აგვისტოს, უნივერსიტეტმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება სრულად დაფარა.

უნივერსიტეტისთვის დაწესებულ შეზღუდვას რამდენიმე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებენ და პრემიერს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. დღეს სტუდენტებმა ბახტაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]