ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე 28 აგვისტოს, ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათი ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ გაიმართა და საჯარიმო თანხის გადახდა დაეკისრათ.
საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ შაბათს წავიდნენ და ყელიწადის ტბაზე ასვლას აპირებდნენ.
თრუსოს ხეობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დასავლეთით ესაზღვრება. ყელიწადის ტბა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ყელის ტბა კი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.