weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უნივერსიტეტების სია სადაც IBSU-ში სწავლის მსურველ 800-მდე სტუდენტს მობილობას სთავაზობენ

09:59 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რიგგარეშე მობილობა გამოაცხადა იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და ევროპის უნივერსიტეტს. შავი ზღვის უნივერსიტეტის ცნობით, ასეთი სტუდენტების რაოდენობა 800-მდეა.

როგორც ცენტრში განმარტავენ, რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით ჩატარდება და ცენტრის ვებ-გვერდზე 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

დღევანდელი მონაცემებით, აბიტურიენტებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგი უნივერსიტეტები სთავაზობენ:

მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძალა. უნივერისტეტის ადმინისტრაციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია და მას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]