ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის კვლევები უტარდება. ექიმების თქმით, ახალშობილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ბოლო თვეებში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზუგდიდის რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. 25 მარტს, ქალაქ ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლთან ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული.