weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

17:45 შაბათი, 15 სექტემბერი 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მეხუთე დღეა შიმშილობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კვლავ საავადმყოფოში გადაიყავანა.

სარალიძე შეუძლოდ დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექიმებმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ზაზა სარალიძე ცუდად მოულოდნელად გახდა. მისთვის შიმშილობა საერთოდ არ შეიძლება, რადგან დიაბეტით არის დაავადებული. სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, კარდიოგრამის გადაღებაზე უარი თქვა. კონტაქტური არ არის. ალაგ-ალაგ ესმის რას ელაპარაკები, მაგრამ საუბარი არ შეუძლია. თუ ხელისუფლებას უნდა რომ მოკვდეს, ჩათვალონ, რომ უკვე მკვდარია“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ.

ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს განაახლეს. სარალიძემ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მეორე დღეს ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვეა მათი შვილების მკვლელობის საქმეებზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ კითხვებზე პასუხებს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]