weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

09:50 კვირა, 11 ივნისი 2017

კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს, თუშები, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც „რეგინფოს“ სოსო ოსორაულის ძმამ კობა ოსორაულმა განუცხადა, მათი არაერთი მიმართვის და თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ რეაგირებს, რომ ქართველი სამხედრო მფრინავი ტყვეობიდან გამოიხსნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად თუშები ქვემო ალვანიდან თბილისში უკვე გაემგზავრნენ.

იგივე მოთხოვნით თუშებმა საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ ქვემო ალვანშიც გამართეს.

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ხუთი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

24 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ბრიფინგს სოსო ოსორაულის უმცროსი ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ, ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ წინანდელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]