weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარიხუანა საშიშია ახალგაზრდობისთვის, იმედია, კანონს არ მიიღებენ - ილია მეორე

17:49 კვირა, 23 სექტემბერი 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა გაითვალისწინა და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ილია მეორე იმედოვნებს, რომ პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს.

„თქვენ იცით, ბოლო დროს მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც მარიხუანას ეხება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მომავლისთვის.  

ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება“, - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება და არ არის გამორიცხული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ.

„ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ სამეწარმეო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა ეს მცენარე და ეს არის ასახული კანონპროექტში, თუმცა, თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტმა, შეიძლება, წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა არაპირდაპირი ფორმით, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მოხდება კანონპროექტის გამოწვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]