weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ ვარდისუბანში დაკავებულ დავით ლეგაშვილს 2 ათასი ლარი გირაო შეუფარდა

22:07 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018
ფოტო დავით ლეგაშვილის მხარდამჭერი აქციიდან ფოტო დავით ლეგაშვილის მხარდამჭერი აქციიდან

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში, ვარდისუბნისა და ყარაჯლის მცხოვრებლებს შორის ჩხუბის საქმეზე დაკავებულ 41 წლის დავით ლეგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 23 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო რ. ს.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, დილის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნში, საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე დავით ლეგაშვილსა და გ. ს.-ს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დავით ლეგაშვილმა ბლაგვი საგნის, ასევე ხელისა და ფეხის გამოყენებით ცემა გ. ს., რა დროსაც გ. ს. განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ გ. ს.-ს ძმა - რ. ს. და  ნათესავი ნ. ი. დავით ლეგაშვილმა მათაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ცემა ისინი მის ხელთ არსებული ბლაგვი საგანის, ასევე ხელისა და ფეხის გამოყენებით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

დავით ლეგაშვილი ბრალდებულის სახით იმავე დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის  118-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შინგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ლეგაშვილმა, რომელიც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია, ურთიერთშელაპარაკებისას 32 წლის მამაკაცს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, იმავე საღამოს, ვარდოსუბნის მოსახლეობამ ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს პირობა მისცეს, რომ ლეგაშვილს 2 დღეში გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც გზა გახსნეს. აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური განცხადებები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.

პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ლეგაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, 11  ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]