weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქ არის სამართლის პანაშვიდი - პაატა ბურჭულაძე სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციაზე მივიდა

18:15 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

მსოფლიო ბანი, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე მივიდა. ბურჭულაძემ საზოგადოებას მოუწოდა, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად მივიდეს.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან

აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა.

მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული. ყოველდღე გამოვივლი და ამ ადამიანებთან ვიქნები 5 წუთით მაინც. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით. არ არის აუცილებელი აქ მთელი ღამე გაათენოთ“, – უთხრა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს.

ზაზა სარალიძეს, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად 10 სექტემბრიდან პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს, დღეს სამართალდამცავებმა კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძის თქმით, მისი ავტომანქანა უკანონოდ გაჩხრიკეს და კარავი წაართვეს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვეა მათი შვილების მკვლელობის საქმეებზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ კითხვებზე პასუხებს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]