weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხურვალეთიდან გატაცებულ ქალს ცხინვალში პატიმრობა შეუფარდეს

12:38 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორის (ლენინგორი) რაიონულმა სასამართლომ 37 წლის მაია ოთინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ოთინაშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით აღიძრა, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

„დადგინდა, რომ ოთინაშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მცხოვრებლებს ხელს უწყობდა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მაია ოთინაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოთინაშვილი საკუთარ ნაკვეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთაა, კაკლის დასაბერტყად იყო გასული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]