weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბათუმში აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ გაიმართა

18:34 კვირა, 07 ოქტომბერი 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრების დადგენას და შესაბამისი დოკუმენტის დამტკიცებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის შეჩერებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მშენებლობებთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს.

„საკრებულომ აუცილებლად უნდა დაამტკიცოს დოკუმენტი, რომელიც კომპანია „ჯეო გრაფიკმა“ შეიმუშავა და რომლითაც განისაზღვრა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონა. ქაოტური მშენებლობები ბათუმისთვის დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება „ბათუმის რივიერის“ ფარგლებში სანაპიროზე ცათამბჯენების, ასევე დელფინარიუმთან და მწვანე კონცხზე დაგეგმილი მშენებლობები“,- განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა, შოთა გუჯაბიძემ.

„ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერმა ყველა დოკუმენტი გადაყარა და გადაწყვეტა, რომ თვითნებურად, მარტომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა „ბათომის“ წევრმა ირმა ზოიძემ.

აქციის მონაწილეემა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდეს, მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთს, სადაც ორი 28-სართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნოს.

„ყველამ ვიცით, რომ ეს ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა კომპანიაზე, რომელიც ამ გასხვისებამდე ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა. შესაბამისად, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის მოქალაქეთა ჩართულობის ძალიან დაბალი დონე; გადაწყვეტილებების მიღება აქტიური მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების გვერდის ავლით, რაც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან ცუდია“, - ამბობს „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს და პრობლემის გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]