weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს

13:44 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გენერალური ინსპექციის მოკვლევის პირველად შედეგებს აქვეყნებს. მამაკაცის გარდაცვალებაში ახალსოფლის მცხოვრებლები პატრულ-ინსპექტორებს ადანაშაულებენ. მათ პროტესტის ნიშნად წუხელ გზაც გადაკეტეს

სამინისტროს განცხადებით, გენინსპექციამ სამხრე კამერების ჩანაწერებიც გამოიკვლია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2018 წლის 7 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ..

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე.

ვინაიდან გადამოწმების შედეგად ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პატრულ-ინსპექტორებმა, დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]