weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვარ ამ კომედიას ბოლომდე ვუყურო – გახარია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

17:34 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

„მზად ვარ, ამ კომედიას ბოლომდე, ასე მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე ვუყურო“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კითხვებს პასუხი ყველა დონეზე უნდა გაეცეს და თუ საჭირო იქნება, მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

„საჭირო იქნება დაკითხვა? არანაირი პრობლემა არ არის ჩვენების მიცემა. საჭირო იქნება ჩვენების ლონდონში მიცემა? - არც ეს არის პრობლემა. ვთქვი, რომ არ ვარ ნამყოფი დიდიხანია და ჩავალ. შემიძლია ბომბეიშიც ჩავიდე“, - აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი 2016 წელს გამართულ იმ შეხვედრაზეც გააკეთა, რომელსაც მასთან და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. გახარიას განმარტებით, შეხვედრაში ის ბიზნესომბუდსმენის სტატუსით მონაწილეობდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი.

„მე როგორც დღეს, ასევე მაშინაც კაბინეტში არ ვმუშაობდი და მსგავსი შეხვედრები მქონდა ყველა მსხვილი ბიზნესმენის ან ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელთან როგორც ჩემთან, ისე მათ ოფისებსა და ქუჩაშიც.

ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს-ცენტრში და ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება.

ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილისმომგვრელია და მართლა მრავალსერიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს 2016 წელს შეხვდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მას ოთხი მილიონის გადახდა მოსთხოვა.ზაზა ოქუაშვილი ირწმუნება, რომ გადარიცხული თანხა თიბისი ბანკიდან სწორედ გიორგი გახარიას ზეწოლით გამოიტანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]