weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კახიშვილი ფარულ ჩანაწერზე: წინასწარი პატიმრობა სტრესია ყველა პატიმრისთვის

14:03 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უარყოფს, რომ მას და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს პატიმრობის პირობების შესახებ ჰქონდათ საუბარი.

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დაწესებულებაში უნდა ყოფილიყო განთავსებული. საუბარი იყო მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე“ - განუცხადა „რუსთავი 2“-ს კახა კახიშვილმა.

კახიშვილი მაღალჩინოსნებზე კომპრომატების შესახებ მირზა სუბელიანის განცხადებებს პატიმრობით გამოწვეულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს.

„წინასწარი პატიმრობა სტრესია ყველა პატიმრისთვის. ყველა, ვინც იმყოფება წინასწარი პატიმრობის პირობებში, ცდილობს გათავისუფლედეს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

„რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე კახა კახიშვილს შეხვდა და გარკვეული პირობების შექმნა მოთხოვა.

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა. მიმდინარე წლის ივლისში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]