weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი შესწირა

18:10 ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა. ეს თანხა ხაინდრავამ ზურაბიშვილს 16 ოქტომბერს ჩაურიცხა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს ფიზიკურმა პირებმა 1 087 283 ლარი შესწირეს, 2 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით კი 1 916 026 ლარი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 1-ელ ოქტომბერს „ქართუ“ ბანკისგან 1 000 000 ლარი ისესხა. საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მოაგროვებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]