weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანიშვილთან ინტერვიუზე ირაკლი ჩიხლაძე, დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე მივლენ

10:30 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე ტელეკომპანია „იმედიდან“ ირაკლი ჩიხლაძე, „ტვ პირველიდან“ დიანა ტრაპაიძე, „რუსთავი 2“-დან კი ეკა კვესიტაძეს მივლენ. ინტერვიუ დღეს, 22:00 საათზეა დაგეგმილი.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუზე სამი ყველაზე რეიტინგული ტელეარხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები - ტელეკომპანია „იმედიდან“ გადაცემის „პირისპირ“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე, „რუსთავი 2“-დან გადაცემა „არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია და „ტვ პირველიდან“ გადაცემის „რეაქცია“ წამყვანი ინგა გრიგოლია მიიწვია. პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებდა.

„იმედმა“ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილს კითხვებს ირაკლი ჩიხლაძე დაუსვამდა. რაც შეეხება, „ტვ პირველსა“ და „რუსთავი 2“-ს, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ინტერვიუზე სიამოვნებით წავიდოდა, თუმცა 20:00 საათზე მისი გადაცემა „რეაქცია“ იწყება, რომელიც ზუსტად იმ დროს მთავრდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ დაინიშნა. „ფიზიკურად ვერ მოვახერხებ. ამიტომ „ტვ პირველი“ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში“, - დაწერა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ივანიშვილს კითხვებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, დიანა ტრაპაიძე დაუსვამს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ფორმატი მიუღებელია. ნიკა გვარამიასთვის გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არის მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან „კავკასია“. გარდა ამისა, გვარამიამ განაცხადა, რომ სამშაბათს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა „არჩევანი“ აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ „ტვ პირველის“ და „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]