weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბიშვილს არჩევნებზე 54% უჭერს მხარს – ქართული ოცნების ახალი კვლევა

11:45 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

პარტია „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კვლევის შედეგები პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის მიზნით გამოიყენება, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მას ამჯერადაც ასაჯაროვებენ.

„სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ე.წ. ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან (აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას) საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 30%
  • გრიგოლ ვაშაძე – 11%
  • დავით ბაქრაძე – 10%
  • სხვა კანდიდატები – 7%

გამოკითხულთა 42% არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას.

ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:

  • სალომე ზურაბიშვილი – 54%
  • გრიგოლ ვაშაძე – 18%
  • დავით ბაქრაძე – 16%
  • სხვა კანდიდატები – 12%

გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის შემცირება.

სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში.

მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთით, ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 2200 რესპოდენტი გამოიკითხა. მდინარაძის ინფორმაციით, კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები 3% იყო.

„ორგანიზაცია „ფსიქოპროექტთან“ წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, რაც ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და ზუსტად პროგნოზირების საშუალებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ შიდაპარტიული კვლევის შედეგები პირველად 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა. იგი 9 – 17 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ასახავდა. კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 53% უჭერდა მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]