„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი. ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საუკუნეებს ისტორია აქვს, აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.