weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება – გიორგი მარგველაშვილი

11:09 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმა მისცა იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი და რომელიც იამაყებს იმით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი. ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საუკუნეებს ისტორია აქვს, აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]