weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი – დავით ბაქრაძე

21:50 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„ჯერჯერობით არჩევნების საბოლოო შედეგი არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ, როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში.

თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. მიუხედავად ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავებებისა, 3-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, რომელიც გაფორმებულია ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ჩვენ მხარს დავუჭერთ, ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით და კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 16:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს - 10%.

„ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი 52.3 %-ით ლიდერობს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, მას 28.1 % აქვს, დავით ბაქრაძეს - 9.2 %.

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით, კომპანია „ბი-სი-ჯის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა - 34%, ბაქრაძემ - 17 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]